შემოწმებული 24 კომპანიიდან ყველგან დარღვევებია

თბილისი (BPI) – ჯანდაცვის სამინისტრომ სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგები გამოაქვეყნა.

4 დღის განმავლობაში უკვე შემოწმდა 24 ობიექტი, ყველა ობიექტზე გამოვლინდა არსებითი/კრიტიკული შეუსაბამობები.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა ძირითადად სისტემური ხასიათის დარღვევები, ობიექტებზე არ არის  შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის გამართული სისტემა:

რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმარ ყველა ობიექტზე გამოიყენა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 10 დღემდე ვადა.

მუნიციპალური ინსპექციამ 11-ს შეუჩერა სამუშაო პროცესი და დააჯარიმა 30 000 ლარით ; ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ამწე მოწყობილობების ინსპექტირების სერტიფიკატის უქონლობის გამო დაჯარიმდა 3 ობიექტი 500 ლარით.

ჯანდაცვიოს სამინისტრო აქვეყნებს შემოწმებული კომპანიების ჩამონათვალს:

1. შპს “იქსორი”

2. შპს “აქსისი”

3. შპს “გიგანტი 94”

4. შპს “ლაგი კაპიტალი”

5. შპს “ბოსტონ დეველოპმენტი”

6. შპს “მს ბილდერი”

7. შპს “სონნეტ კონსტრაქშენი”

8. შპს “აიჯი დეველოპმენტ ჯორჯია”

9. შპს “მეგა კონსტრაქშენი”

10. შპს “ბილდინგ კომპანი”

11. შპს “ეი თი დეველოპმენტი”

12. შპს “ასტორი ჯგუფი”

13. შპს “კვ დეველოპმენტი”

14. შპს “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ”

15. შპს “ლიტ ჯეო ინვესტი” (ორთაჭალა თაუერი)

16. იმა “ჩვენი სახლი”

17. შპს “ტიბინი დეველოპმენტი”

18. შპს “ალიანს თბილისი”

19. შპს “ბალავარი”

20. შპს “ლექსველი”

21. შპს “ბაზიტი”

22. შპს “ჯი ემ თი გრუპი”

23. შპს “არკო ინვესტი”

24. შპს “რაიან”

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …