შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 192 ფაქტი გამოავლინა

თბილისი (BPI) – 29 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 192 ფაქტი გამოვალინა.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 2806 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 10 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 4 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 178 ფაქტი.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …