შემოდგომის პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარება 16%-ით გაიზარდა – ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალო მაჩვენებლები გააცნო.
🟢დავით ნარმანიას თქმით, 2021-2022 წლების მონაცემებით, ზამთრის თვეებში ზაფხულის თვეებთან შედარებით, საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება 13.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 5-ჯერ არის მომატებული. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ტარიფები არ შეცვლილა.
👉„ საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება 2021 წელს 2,6 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი იყო, ხოლო 2022 წელს, საპროგნოზო მაჩვენებლების ჩათვლით შეადგენს 2,7 მლრდ კვტ. სთ-ს. 2021 წლის შემოდგომაზე (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) საყოფაცხოვრებო მოხმარებამ შეადგინა 620 მლნ.კვტ.სთ, ხოლო ზამთრის თვეებში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) 740 მლნ კვტ.სთ. რაც შეეხება 2022 წელს, შემოდგომის პერიოდში მოხმარება იყო 660 მლნ. კვტ.სთ, ხოლო ზამთრის თვეებში – 789 მლნ.კვტ.სთ. ორივე წელს შემოდგომის პერიოდთან შედარებით, საყოფაცხოვრებო მოხმარების მატებამ საშუალოდ 16% შეადგინა.
➡️აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების მატება ფიქსირდება ზაფხულის თვეებშიც (ივნისი, ივლისი, აგვისტო). მიუხედავად ამისა, ზაფხულის თვეების მოხმარება არ აჭარბებს ზამთრის თვეების მოხმარების მაჩვენებელს. მაგალითად, 2021 წელს ზაფხულის საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მოხმარებამ შეადგინა ჯამურად 652 მლნ. კვტ.სთ, ხოლო 2022 წელს – 669 მლნ.კვტ,სთ. რაც საშუალოდ 13.6%-ით ნაკლებია ზამთრის პერიოდის მოხმარების მაჩვენებლებზე.
➡️ზამთრის თვეებში მაშინ როდესაც მოსახლეობა რთავს გამათბობლებს, ბუნებრივი გაზის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 160 კუბ.მ-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ზაფხულში ბუნებრივი გაზის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის საშუალოდ 30 კუბ.მ-ს არ აღემატება. 2021 წლის მონაცემების შესაბამისად, დეკემბერში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობამ შეადგინა 160 კუბ.მ, იანვარში – 181 კუბ.მ, თებერვალში – 161 კუბ.მ. მაღალი იყო მოხმარება მარტშიც – ერთ სულ მოსახლეზე 168 კუბ.მ. 2021 წელს ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარება ჯამურად განისაზღვრა 1228 მლნ. კუბ.მ-ით, ხოლო 2022 წლის საპროგნოზო ჯამური მაჩვენებელი აღემატება წინა წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს და შეადგენს 1374 მლნ კუბ.მ-ს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
✅როგორც სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ზრდა, ძირითადად, უკავშირდება საცხოვრებელი ფართების მატებასა და დატვირთვის ზრდას.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …