- მულტიკატეგორული აპლიკაცია სოციალური მედიის ფუნქციებს ამატებს – ახლა უკვე შესაძლებელია ფავორიტი პროდუქტებისა და რესტორნების სიის შექმნა, ვიდეოების გაზიარება და აღმოჩენა.
- მომხმარებელს შეუძლია იპოვოს ახალი გემოები, გაუზიაროს მეგობრებს, განიხილოს ფავორიტი კერძები და გახდეს გურმანთა საზოგადოების ნაწილი.
- 2016 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება Glovo Next-ია, რომელიც აპლიკაციაში სოციალური მედიის ფუნქციების დამატებასა და Glovo-ს პროდუქტების აღმოჩენის გამარტივებას გულისხმობს
Glovo-მ, წამყვანმა მულტიკატეგორიულმა აპლიკაციამ საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, 2016 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი, ტრანსფორმაციული განახლება დააანონსა. Glovo ხდება პირველიპლატფორმა, რომელიც სოციალური მედიის ფუნქციებსა და გასტრო აღმოჩენებს აერთიანებს. მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად, Glovo წარმოგიდგენთ განახლებების ისეთ ჩამონათვალს, როგორებიცაა სოციალური ქსელის ფუნქციები, საყვარელი რესტორნების სიის შექმნის შესაძლებლობა და ვიდეო აღმოჩენების გვერდი.
დანიელ ალონსო, Glovo-ს პროდუქტების მთავარი ოფიცერი ამბობს: „Glovo სცილდება დადგენილ ფორმატს და ხდება ინდუსტრიაში პირველი, რომელსაც შემოაქვს სოციალური მედიის ელემენტები პლატფორმაზე. ჩვენ მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ეს ახალი და ინტერაქციური გზა, რომლის საშუალებითაც, მომხმარებლები არა მხოლოდ აღმოაჩენენ ჩვენს აპლიკაციაში შემოთავაზებულ პროდუქტებს, არამედ გაუზიარებენ ინფორმაციას ფართო აუდიტორიას. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისე ისიამოვნონ თავიანთი საყვარელი პროდუქტებით, როგორც არასდროს“.
უფრო სოციალური, ვიდრე ოდესმე
საქართველოში გაშვების დღიდან, მომხმარებლების, რესტორნებისა და კურიერების ერთ პლატფორმაზე გაერთიანებით, Glovo-მ სერვისების ახალი გააზრება შემოგვთავაზა. დღეს, Glovo გახდა პირველი მულტიკატეგორული აპლიკაცია, რომელიც ინტეგრირებული სოციალური ქსელის ფუნქციებით, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ მეგობრებს, გაუზიარონ რეკომენდაციები და აღმოაჩინონ ახალი რესტორნები.
აირჩიე შენი ფავორიტი პროდუქტი ერთი ნახვით
აპლიკაციაში, ასევე დაემატება წინასწარ არჩევის შესაძლებლობა. „Picks“-ის დანერგვით, ქართველი მომხმარებლები შეძლებენ აირჩიონ და ფავორიტების სიაში დაამატონ ესა თუ ის რესტორანი ან კერძი. სიის შექმნა შესაძლებელია ნებისმიერი შემთხვევისთვის, იქნება ეს მყუდრო ვახშამი სახლში თუ ლანჩი ოფისში. ეს სია ადვილად გასაზიარებელია, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს რეკომენდაცია გაუწიონ მეგობრებს თავიანთი საყვარელი ადგილების შესახებ.
ვიდეო აღმოჩენების კედელზე საკვები ცოცხლდება
როდესაც ამდენი საინტერესო ვარიანტია, ძნელია იმის მოფიქრება, თუ რა შეუკვეთო. გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასაადვილებლად, რესტორნების განყოფილებაში, Glovo გასტრო აღმოჩენების ახალ ვიდეო კედელს წარმოგიდგენთ, რათა საკვების აღმოჩენა უფრო დინამიკური და მიმზიდველი გახდეს.
ვიდეო აღმოჩენების კედელზე წარმოდგენილია სრულეკრანიანი ვერტიკალური ვიდეოები, რომლებიც ზუსტად ასახავს არსებულ რეალურ პროდუქტებს.
Glovo Next-ის პირველი ღონისძიება
Glovo Next-ის ღონისძიებაზე დაანონსდა აპლიკაციაში ახალი ფუნქციების დამატება. ეს არის ახალი, ყოველწლიური ღონისძიება, სადაც მომხმარებლებისთვის Glovo-ს სამომავლო განახლებები თუ დამატებები გახდება ცნობილი.
დანიელ ალონსომ დასძინა: „Glovo Next-ის ღონისძიება წელიწადში ორჯერ ჩატარდება, სადაც ჩვენ წარმოგიდგენთ ინოვაციურ განახლებებს და გაგაცნობთ ყველა იმ ცვლილებას, რომელიც Glovo-ს მომენტალურად დაემატება“.
ახალი ფუნქციები უკვე ხელმისაწვდომია რამდენიმე ქალაქში. უახლოეს თვეებში, ის 23 ბაზრის 1500-ზე მეტ ქალაქში, ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
Glovo-ს განახლება ბრენდის ვალდებულების ნაწილია, მიაწოდოს ქართველ მომხმარებლებს საუკეთესო სერვისი თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ყველა იმ ქალაქში, სადაც ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებს.
Glovo-ს შესახებ:
Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. Glovo-ს ხედვაა, რომ ააშენოს უდიდესი ონლაინ ბაზარი, რათა ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქშივე მისცეს წვდომა ნებისმიერ ნივთზე, თანაც რამდენიმე წუთში. Glovo, 2015 წელს, ბარსელობაში დაარსდა და სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყანაში ოპერირებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/