ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში სიმ ბარათის ჩანაცვლება, ესაჭიროება რამდენიმე ნომერი ერთდროულად, ან ფიზიკურ სიმ ბარათს უბრალოდ ციფრული ანალოგი ურჩევნია.
eSIM ფიზიკური SIM ბარათის ყველა ფუნქციას ასრულებს. ამავე დროს, მობილურ მოწყობილობაში გააქტიურებული ნომერი არასდროს დაზიანდება, ან დაიკარგება და რაც მთავარია, იმ მობილურ მოწყობილობაში, რომელშიც ორი ფიზიკური სიმ ბარათი არ თავსდება, მომხმარებელი eSIM-ის მეორე ნომრად გამოყენებას შეძლებს.
დღეიდან QR კოდის მეშვეობით, მობილურის პარამეტრებიდან სმარტფონის მომხმარებელი მარტივად და დისტანციურად შეძლებს:
ახალი eSIM-ის შეძენას და გააქტიურებას;
ფიზიკური SIM-იდან eSIM-ზე გადასვლას;
eSIM-ის აღდგენას- პირდაპირ საიტიდან silknet.com:
სპეციალური შეთავაზება: 31 დეკემბრის ჩათვლით eSIM-ის გააქტიურება მხოლოდ 5 ლარია.
მომხმარებელი email-ზე მიიღებს QR კოდს და თავადვე გაიაქტიურებს eSIM-ს მობილური მოწყობილობის (სმარტფონი, პლანშეტი) მენიუდან. სტანდარტულ SIM-ბარათთან ერთად, შესაძლებელია რამდენიმე eSIM-ის ჩართვა (რაოდენობა დამოკიდებულია მოწყობილობაზე).