შეიძინეთ საწვავი და მიიღეთ ავტოდაზღვევა – ვისოლი და თიბისი ერთობლივ აქციას იწყებენ

თბილისი (BPI) – ვისოლი, თიბისი ბანკი და თიბისი დაზღვევა ერთობლივ აქციას იწყებენ. მომხმარებელი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში თიბისის ნებისმიერი ბარათით ვისოლის ქსელში შეიძენს 250 ლარის საწვავს ან ბუნებრივ აირს, ვისოლისგან ავტომატურად დასაჩუქრდება თიბისი დაზღვევის ავტოპასუხისმგებლობის, მძღოლის და მგზავრების 1 თვიანი დაზღვევით, 5000 ლარიანი ლიმიტით.

საჩუქარი მომხმარებელს ავტომატურად გაუაქტიურდება და მოიცავს:

· ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა – 2,500 ლარიანი ლიმიტით

თუ ავტომობილის მართვისას, მომხმარებლის ბრალეულობით დაზიანდება სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა, თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს ზარალს.

· მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა – 2,500 ლარიანი ლიმიტით

თუ ავტომობილის მართვისას მომხმარებელი ან მგზვარები მიიღებენ ჯანმრთელობის დაზიანებას თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს.

დაზღვევა იმოქმედებს ნებისმიერი ავტომობილის მართვისას 1 თვის განმავლობაში და განახლდება ყოველ ახალ თვეს ვისოლში საწვავის შეძენისას.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …