ყველაფერი კარგად იქნება – TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე

თბილისი (BPI) – თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე Facebook-ის პირად გვერდზე დაცარიელებული თბილისის აეროპორტის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ღია სივრცეში სამუშაო თათბირი გამართა. ფოტოები 23-24 მარტსაა გადაღებული. როგორც თეა ზაქარაძე წერს, COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, აეროპორტის თანამშრომლები მორიგეობით მუშაობენ.

“დღეში 1ან 2 სამგზავრო რეისი, დღეს 1 რეისია მხოლოდ საბერძნეთიდან, გუშინ იყო 2. ასევე 8 კარგო და ტექნიკური რეისი, ჯამში 9.

თათბირი გაშლილ სივრცეში, დისტანციის დაცვით. ჩემი ოქროს გოგოები მუშაობენ. მუშაობა მორიგეობით, სიფრთხილით. ჯამში დღეს აეროპორტში 91 კაცი მუშაობს თქვენთვის. + დაცვის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, საბაჟო. ყველაფერი კარგად იქნება”, წერს ზაქარაძე.

შემთხვევითი სიახლე

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველ პირებს …