ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტ პროვაიდერი ბაკურიანში – სილქნეტი

თებერვლის თვეში,საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბაკურიანში მობილური კომუნიკაციების ხარისხის კვლევა ჩაატარა. ტესტირებაში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქმედმა მობილურმა ოპერატორმა მიიღო. ბაკურიანში ჩატარებულ კვლევაში სილქნეტის უპირატესობა როგორც ინტერნეტის სიჩქარის ხარისხის, ასევე მონაცემთა გადაცემის (ფაილების ატვირთვა /ჩამოტვირთვის) კუთხით დაფიქსირდა .

მაშინ როცა ბაკურიანის აქტიურ სეზონს ევროპის და მსოფლიო თასის ეტაპები კიდევ უფრო ხალხმრავალს ხდის, კომპანიამ ინტერნეტის სიჩქარე/დაფარვა კურორტზე კიდევ უფრო გააუმჯობესა, რაც კვლევებშიც გამოვლინდა.

ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით, სილქნეტმა უახლესი ტექნოლოგია გიგაბიტ LTE (ყველაზე სწრაფი ინტერნეტი) დანერგა. ქსელის მასშტაბური მოდერნიზაცია დასავლეთ საქართველოში „ჰუავეისთან“ და აღმოსავლეთ საქართველოში „ერიქსონთან“ ერთად განხორციელდა.

ყოველწლიურად, ციფრული სერვისების მიმართ სულ უფრო მომთხოვნ მომხმარებელს, სილქნეტი მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდით პასუხობს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ქსელის დაფარვის ზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას მუდმივად ახორციელებს.

სილქნეტის მოდერნიზებულმა ქსელმა და საიმედო ინტერნეტ კავშირმა, დანერგვიდან ძალიან მალე, ამერიკული კომპანიის უმაღლესი ჯილდოც OOKLA® Speedtest Awards დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მარტის ჩათვლით გიგაბიტ LTE-ის პროექტი გრძელდება და მალე სილქნეტი უახლესი ტექნოლოგიით თბილისსა და რეგიონებს სრულად დაფარავს.

უკვე მეორე წელია სილქნეტის მობილური ქსელი, საქართველოს ყველა კუთხეში საიმედო და ყველაზე სწრაფია. სილქნეტის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პირობებში საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია ჰქონდეს წვდომა უწყვეტ, მაღალხარისხიან ინტერნეტზე.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …