ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ვხედავთ, არის ინფლაცია, რომელიც არის გლობალური პრობლემა და ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა – თურნავა

ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ვხედავთ, არის ინფლაცია, რომელიც არის გლობალური პრობლემა და ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა, – აცხადებს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი ნათია თურნავა. მისი თქმით, რთული პერიოდია მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და ეროვნული ბანკის წინაშე დგას ახალი გამოწვევები.

“ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, პროექტები, რომლის განხორციელებაც მოვახერხეთ, მომცემს საშუალებას, ჩემი დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ვხედავთ, არის ინფლაცია, რომელიც არის გლობალური პრობლემა და ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა. ჩვენი გამკაცრებული, ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა არის ის, რაც პასუხობს ინფლაციას და ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე, დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. მე სწორედ ამ გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ საინტერესო დროს აღმოვჩნდი საბჭოში, რომ ჩემი წილი სარგებელი მოვუტანო ქვეყანას,“ – განაცხადა თურნავამ.

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …