“ჯორჯიაზ ნეიჩრლი” ორგანულ წარმოებას იწყებს

თბილისი (BPI) – კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო „ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

„ჯორჯიაზ ნეიჩრლის“ ხილის და ბოსტნეულის გადამმუშავებელ მეურნეობაში წლიურად 4,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი, ამჟამად წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი. კომპანია „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 2,808,920 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 630,200 ლარი გრანტია, ხოლო 1,252,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაინერგა სტანდარტი ISO 22:000. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანული წარმოების სტანდარტის დანერგვა და 2019 წლის აგვისტოში კომპანია დარეგისტრირდება როგორც „ორგანული პროდუქციის გადამამუშავებელი“ საწარმო. 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …