“ყაზახური ინვესტიციები პოლიტიკიდან დაცლილია, კერძოდ, ის თავისუფალია რუსული გავლენებისგან”

თბილისი (BPI) – საქართველოსა და ყაზახეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 21 წელზე მეტია არსებობს.  მნიშვნელოვანია, რომ დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები და ყაზახეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ქართულ პროდუქციაზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ყაზახეთში გაიზარდა ისეთი ქართული პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა მინერალური წყლები, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, თხილი.

 ამასთან, ყაზახეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. ამ ეტაპზე, ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც გამოიხატება იმით, რომ ქართულ ბაზარზე მრავლად არის წარმოდგენილი ყაზახური კაპიტალით შექმნილი კომპანიები. გარდა ამისა,

აღსანიშნავია, რომ დღეს, უკვე  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შექმნის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმე ახალ ეტაპზე გადადის. ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში მოქმედი კომპანიების ინიციატივით დაფუძნებული ორგანიზაციის მიზანი სწორედ ეკონომიკურ პარამეტრებზე ფოკუსირება და ამ მიმართულებით პროგრესის უზრუნველყოფაა.

როგორც საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული გიორგი ჯახუტაშვილი აღნიშნავს, ეკონომიკური გაერთიანების შექმნა პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევასა და პასუხისმგებლობას ვიზრუნოთ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე. ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქვეყანაა საქართველოში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთიდან წამოსული ინვესტიციები  პოლიტიკიდან დაცლილია, კერძოდ, ის თავისუფალია რუსული გავლენებისგან“, – აცხადებს კონსული.

მისივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის  უცხოურ ინვესტიციებს ალტერნატივა არ გააჩნია და 2020 წლის კრიზისმა ამას ხაზი კიდევ მეტად გაუსვა. „მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეკონომიკების აღსადგენად საინვესტიციო ბაზრების კონკურენტებად გადაიქცა. განხორიცლებული ინვესტიციების მოცულობის განსაზღვრისთვის 2020 წელი შეფასებისთვის კარგი ეტაპ არ არის, მაგრამ თუ გავითალისწინებთ, რომ ყაზახური ინვესტიცია საქართველოში  2006 წლიდან ხორციელდება და  მისი მაჩვენებელი, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, 240 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რომელსაც ცალსახად თავისი მულტიპლიკაციის ეფექტიც გააჩნია და საორიენტაციოდ მშპ-ს 5%-ს გამოიმუშავებს.  დღეისათვის, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ყაზახური ინვესტიციების როლის შესაფასებლად მხოლოდ ეს არგუმენტიც საკმარისია. საქართველოს სტაბილურ განვითარებას წლიურად 2 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ესაჭიროება“

როგორც გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, ყაზახეთისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ქვეყანაა საერთაშორისო ვაჭრობის ბიზნესისთვის, რადგან მას გააჩნია ლოგისტიკურად კარგი მდებარეობა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უდიდეს ბაზრებთან. „მოგეხსენებათ, რომ ყაზახეთს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აქვს ევროპულ ბაზრებზე გასვლის ალტერნატიული სატრანზიტო დერეფნის შესაძლებლობა, ე.წ შუა კორიდორი, რაც ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანია. აღნიშნული დერეფნის საშუალებით იქმნება შუა კორიდორი აზიასა და ევროპას შორის, რომელიც გადაზიდვების დროისა და ხარჯების მნიშვნელოვან ეკონომიის პოტენციალს შეიცავს. სხვადასხვა ნედლეულის კავკასიის რეგიონში მობილიზებას კი თავისთავად უბიძგებს გადამუშავების სექტორის ზრდას. სახელმწიფო მნიშვნელობის მიღმა ყაზახეთიდან ინტერესდებიან საქართველოს ტურიზმის, ენერგეტიკით, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორებით“.

შეგახსენებთ, რომ  26 მარტს, ძალიან მნიშვნელოვან უპრეცენდენტო კავშირს ჩაეყარა საფუძველი. ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობა საჭიროებდა ერთიანი პლატფორმის არსებობას, სადაც მოხდებოდა ამ ორი ქვეყნისთვის აუცილებელი და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებისთვის ნიადაგის მომზადება. ამ მიზნით, ძალიან საამაყოა, რომ გაერთაინდნენ ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი კომპანიები და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დააფუძნეს, რომელიც სწორედ საერთაშორისო ვაჭრობასა და სატრანსპორტო სერვისების განვითარებაზე, სხვა ტიპის ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …