ღვინის ექსპორტიდან საქართველომ 4 თვეში $63 მლნ-ზე მეტი მიიღო

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება. 2019 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. 

საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 63,2 მლნ დოლარი მიიღო, 7%-ით მეტი, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით.  ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 108% (219713 ბოთლი), ჩინეთი – 22% (2192025) და პოლონეთი – 16% (1173850). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი – 102% (106572), ბელარუსი – 88% (604076), საფრანგეთი – 81% (43938), მონღოლეთი – 72% (106452), კანადა – 70% (66960), ჰოლანდია – 37% (40930), ესტონეთი – 15% (214502), ლიეტუვა – 4% (179370), რუსეთი- 4% (16850331) და სხვა.

წლის დასაწყისში, ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში …