ღვინის ექსპორტიდან საქართველომ 4 თვეში $63 მლნ-ზე მეტი მიიღო

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება. 2019 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. 

საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 63,2 მლნ დოლარი მიიღო, 7%-ით მეტი, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით.  ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 108% (219713 ბოთლი), ჩინეთი – 22% (2192025) და პოლონეთი – 16% (1173850). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი – 102% (106572), ბელარუსი – 88% (604076), საფრანგეთი – 81% (43938), მონღოლეთი – 72% (106452), კანადა – 70% (66960), ჰოლანდია – 37% (40930), ესტონეთი – 15% (214502), ლიეტუვა – 4% (179370), რუსეთი- 4% (16850331) და სხვა.

წლის დასაწყისში, ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …