ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group” ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.

ღონისძიებას 70-ზე მეტი სტუმარი დაესწრო – სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.

ლონდონში გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა 150-მდე დასახელების ქართული ღვინო წარმოადგინეს, მათ შორის ისეთი ღვინოები, რომლებიც ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ჯერ არ იყიდება.

ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ვაზის ჯიშების სტუმრებისთვის გაცნობას მოიცავდა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. 2021 წელს, დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 736391 ბოთლი ღვინო, ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 71% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …