“ღვინის გზის” პროექტში წელს 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთვება

პანდემიის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აგრძელებს.

2021 წელს გაფართოვდა „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი. წელს ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით 28 ახალი ღვინის ტურიზმის მასპინძელი ობიექტისათვის საგზაო მანიშნებლები დაამონტაჟა. 20 ახალი ობიექტისათვის მიმდინარეობს საგზაო მანიშნებლების მონტაჟი. საბოლოო ჯამში წელს პროექტში 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთვება შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი.

ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 6 სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს. ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სამუშაოები. ბილიკების ჯამური სიგრძე შეადგენს 120 კმ-ს და პროექტი ოქტომბერში სრულდება.

ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2021 წელს გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში ქალაქისა და ადგილის პოპულარიზაციის მიზნით სასურათე ჩარჩო დამონტაჟდა. ატენის ხეობაში კი მდინარე ტანას სანაპიროზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობის სტუმრებს კეთილმოწყობილ სივრცეს სთავაზობს.

USAID-ის პროექტის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ახალი აბრები.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …