ქუთაისში სასტუმრო Ramada 2020 წელს გაიხსნება

თბილისი (BPI) – ქუთაისში სასტუმრო Ramada 2020 წელს გაიხსნება. სასტუმროს Georgia Capital-ის ჰოლდინგში შემავალი Amber Group-ი ააშენებს.

სასტუმროში 121 ოთახი იქნება.

ასევე განტავსდება საკონფერენციო და სავარჯიშო დარბაზები.

სასტუმროში იქნება ბარ-რესტორანიც.

აღსანიშნავია, რომ Amber Group-ი Ramada-ს ბრენდის სასტუმროს აშენებას თბილისში მელიქიშვილის გამზირზეც გეგმავს, მისი გახსნას 2020 წელს არის დაგეგმილი, ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ დოლარი, ოთახების რაოდენობა 125.

Georgia Capital-მა ტურიზმის სექტორის მიმართულების გაფართოებაზე უკვე განაცხადა. ბაზარზე გამოჩენილი ახალი ქართული ბრენდი Amber Group-ი 3-4 წლის განმავლობაში 12 სასტუმროს გახსნას გეგმავს, თლიანობაში 1200 სასტუმრო ნომრით, ინვესტიციის მოცულობა 130 მლნ დოლარია.

Amber ჯგუფი არის ბრენდი ფოკუსირებული იქნება ქართული კულინარიის, მეღვინეობის ქართული ტრადიციის პოპულარიზაციაზე საერთაშორისო მასშტაბით და მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე ქვეყანაში.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …