ქუთაისში მზის პანელების საწარმო გაიხსნება

თბილისი (BPI) – კომპანია AE Solar-ი ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების ქარხანას ხსნის.

ქარხანა 16000 კვადრატული მეტრი ფართზე, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 21 მაისს ოფიციალურად გაიხსნება. საწარმო აღჭურვილია ავტომატური რობოტიზირებული კონვეირებით, რომლებიც უზრუნველყოფენ 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას.

წარმოების პროცესზე ზედამხედველობას ახორციელებს გერმანელი ინჟინრები და ტექნიკოსები, როგორც კომპანიის გერმანიაში ბაზირებული სათაო ოფისიდან, ასევე საქართველოში 2017 წელს დაარსებული ფილიალიდან.       

AE Solar-ი დოქტორმა ალექსანდერ მაიერმა და მისმა ძმებმა 2003 წელს დააფუძნეს კიონიგსბრუნში, გერმანია. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის წამყვანი კომპანია AE Solar-ი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …