ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება

თბილისი (BPI) – ქუთაისში რამდენიმე კვირაში ელექტრომობილების პირველი ქარხნის მშენებლობა დაიწყება.

სკეპტიკოსებს პრემიერი პასუხობს, რომ ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ.

“საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს უნიკალური საინვესტიციო პირობები. იცით, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სხვა უპირატესობები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი – ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, თუმცა ამავე დროს გრძელდება მოლაპარაკებები სხვა მსხვილ ეკონომიკურ პლატფორმებთანაც.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …