ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს შატლი უფასოდ მოემსახურება

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და კოპიტნარის სარკინიგზო სადგურს შორის მგზავრებისთვის უფასო შატლები იმოძრავებს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით ქუთაისის აეროპორტსა და საქართველოს რკინიგზის კოპიტნარის სადგურს შორის საგზაო დეპარტამენტი 1,5 კმ-ის სიგრძის გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას განახორციელებს, „საქართველოს რკინიგზა“ კოპიტნარის სადგურს აღადგენს.

ქუთაისის აეროპორტებსა და კოპიტნარის სადგურს შორის მგზავრებისთვის უფასო შატლების მომსახურებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უზრუნველყოფს.

მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უფასოდ გადაიყვანს კომფორტული შატლები კოპიტნარის სადგურზე, სადაც ისინი შეძლებენ განაგრძონ მგზავრობა დანიშნულების ადგილზე. „პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ჩვენს ტურისტულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატება და მეტ მნიშვნელობას შესძენს ქუთაისის აეროპორტს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბაზირების ადგილად ყალიბდება“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …