ქუთაისის აეროპორტში დეზინფექცია ყოველ დღე ტარდება

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის ( COVID19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშოები ყოველდღიურად, 24 საათში ერთხელ ხორციელდება.

აეროპორტის თანამშრომლები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით და ქლორით ამუშავებენ აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზში არსებულ ყველა ობიექტს.

სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება საჰაერო ხომალდის სალონიც. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ასევე შეზღუდული დაშვების ზონაში განთავსებულ საველე კარვებში, სადაც მუდმივად მორიგეობენ მედიკოსები.

საველე კარვებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გადიან.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …