ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროს ნაკეთობებისა და არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში “სარფი”, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ს.გ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 36 778 ლარის ღირებულების, ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა 297,13 გრამი) გამოვლინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ასევე, არადეკლარირებული ოქროს მონეტების (წონა 23,92 გრამი) შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი”. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3 774 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე მ.კ. სანქციის სახით, 3774 ლარით დაჯარიმდა.

სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზეც. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს ლ.გ.-ს კუთნილი ავტომობილით, 11 460 ლარის ღირებულების არდეკლარირებული საქონელი საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11 460 ლარის ოდენობით შეეფარდა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …