ქუთაისის აეროპორტის პრივატიზება არ განიხილება

თბილისი (BPI) – რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების შეჩერების სანაცვლოდ მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ. როგორც რუსული მედია წერს, კომპენსაციის გაცემა წლის ბოლოსთვის მოხდება.

“კომპენსაცია ზაფხულში ნამდვილად არ გაიცემა, ნაკლებად მოსალოდნელია რომ ეს განხორციელდეს შემოდგომითაც. სავარაუდოდ ეს წლის ბოლოსკენ მოხდება”, განუცხადა RNS-ს წყარომ.

​როგორც ირკვევა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ავიაკომპანიების შესაძლო ზარალზე იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ხელისუფლება მათ კომპენსაციას მოახდენს. თუმცა მანამდე კომპენსაციის გაცემით მეთოდოლოგია იქნება შემუშავებული. ამის შემდეგ კი კომპანიებს შესაბამისი დასაბუთების წარდგენა მოუწევთ, რათა დოკუმენტურად დაამტკიცონ ზარალის მოცულობა.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულების ნებართვა რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს შეუწყვიტა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …