ქობულია სასესხო რეგულაციების კორექტირების საჭიროებას ხედავს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი საბანკო რეგულაციების სრულად გაუქმებას გამორიცხავს. გიორგი ქობულია რეგულაციებში მცირე კორექტირების დაშვების ალბათობას ხედავს.

„ჩვენ ავირჩიეთ  ვექტორი,  რომელსაც არ გადაუხვევთ. შეიძლება მოხდეს კორექტირება რაღაც განსაზღვრული ციფრების. კოეფიციენტის, სხვადასხვა ელემენტების. ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ვაკვირდებით და ამის შედეგად შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს”, –  განაცხადა მინისტრმა.

ქობულიას თქმით, რეგულაციები ემსახურებოდა იმას, რომ განსაზღვრულ პირებს სესხი ვერ აეღოთ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …