ქინძმარაულის, ახაშენის, მუკუზანის და ყვარლის მიკროზონის ყურძენს საწარმოებშ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ჩაიბარებენ

თბილისი (BPI) – გარკვეული მიკროზონების ყურძენს საწარმოები ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ჩაიბარებენ. საქმე ეხება ქინძმარაულის, ახაშენის, მუკუზანის და ყვარლის მიკროზონების ყურძენს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ ღვინის ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ამ მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა, ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონით განისაზღვრა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის და კადასტრის ამონაწერის გარეშე ჩასაბარებელი ყურძენი კი, შეფასდება, როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა. კადასტრის ამონაწერის დამოწმების მიზნით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე, მევენახეებმა უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის ახალი რეგულაციები პლასტმასის წინააღმდეგ – რა იცვლება რესტორნებსა და სასტუმროებში

ევროკავშირი გარემოს დაცვის მიზნით პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის ახალ, უფრო მკაცრ ეტაპზე გადადის, რაც მნიშვნელოვან გავლენას …