ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 142.9%-ით გაიზარდა

2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502.0 მლნ აშშ დოლარი (1398.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 142.9%-ით (295.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.0% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.3% მოდიოდა.

2022 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.4 მლნ აშშ დოლარი (87.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ოქტომბრის (30.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.7%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …