ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 22%-ით გაიზარდა

2021 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მლნ აშშ დოლარი (650.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.0%-ით (37.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.

2021 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.8 მლნ აშშ დოლარი (99.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ნოემბერის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45.3%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …