ქვემო ქართლში საკვების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

თბილისი (BPI) – ქვემო ქართლის რეგიონში სოფელ ჯორჯიაშვილში, საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი კომპანია „ჩება“ გაიხსნა.

„ჩება“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის დაფინანსებული პროექტის – „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში ამოქმედდა, რომელსაც ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს.

პროექტის ღირებულებამ ბენეფიციარის თანამონაწილეობით, 262 640 ლარია, საწარმოში 15-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ახლადგახსნილ საწარმოში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო. შოთა რეხვიაშვილმა, პროექტის განმახორციელებლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი სიახლეები მუნიციპალიტეტებსა და ზოგადად რეგიონში, სოფლის მეურნეობის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ENPARD-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, 300-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …