ქვევრის ღვინოები ლონდონში

თბილისი (BPI) – ლონდონში  ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW WINE-ზე საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები პროდუქციას წარადგენენ. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ბრიტანელ იმპორტიორებთან. 

გამოფენაზე მოეწყო ქართული სამზარეულოს კუთხეც.

გამოფენაში მონაწილეობენ “გოცას საოჯახო მეღვინეობა”, “ნათენაძის ღვინის მარანი”, “შატო ხაშმი”, “მეღვინეობა ველინო”, “ნიკალას საოჯახო მარანი”, “ახმეტის ღვინის სახლი”, “მეღვინეობა ანაპეა”, “ალექსანდრეს ღვინის მარანი”, “ბაიას ღვინო” და “მეღვინეობა ართანა”.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნონ მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.

საქართველო ,,RAW WINE”-ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო / LEPL National Wine Agency of Georgia-ს ფოტო.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …