ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „SLOW WINE FAIR” ქვევრის ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა: „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „ჭორტაულის ვენახები“, „გოცას ღვინო“, „მეღვინოება ბაადური 1933“, „კონდოლი ვაინერი“, „შერმას საოჯახო მეღვინეობა“ და „მეღვინოება ნიაბი“.
გამოფენაზე „SLOW WINE FAIR” საკუთარი პროდუქცია მსოფლიოს 1000-მდე ღვინის კომპანიამ წარადგინა, რომელთა უმეტესობა ორგანული და ბიოდინამიური ღვინოები იყო.
გამოფენას, ტრადიციულად, 20 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის Horeca სექტორის წარომადგენლები, დისტრიბუტორები და იმპორტიორები, რაც მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, საქმიანი პარტნიორების მოძიებისა და, შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისთვის.
„SLOW WINE FAIR” უკვე მეხუთედ ჩატარდა. ქართული ღვინის მარნები გამოფენაში მეორედ მონაწილეობდნენ.
გამოფენას ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ანაკლიის პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, როგორც საკვანძო ინიციატივა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი – ევროკომისია შუა დერეფნისთვის საქართველოში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე

ევროკომისიის მიერ მომზადებულ ახალ მეტა-კვლევაში Advancing a Cross-Regional Connectivity Agenda შეფასებულია საქართველოს როლი ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ დერეფანში. …