ქართულ სასტუმროებს ვარსკვლავებით შეაფასებენ

თბილისი (BPI) – საქართველოში სასტუმროების ვარსკვლავებით შეფასება მაისიდან დაიწყება.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის განცხადებით, ამ მიზნით, საქართველოში ევროპელი ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. საერთაშორისო სპეციალისტები სასტუმროებს ევროპული სტანდარტების მიხედვით შეაფასებენ. ისინი ვარსკვლავების მინიჭებისას სხვადასხვა კრიტერიუმს გაითვალისწინებენ, მაგალითად ისეთ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოების სისტემები და მომსახურების ხარისხის შესაბამისობა.

ვარსკვლავების მოპოვებას ყველა ტიპის სასტუმრო, მათ შორის, ბუტიკ სასტუმროები და ჰოსტელებიც შეძლებენ. ფედერაციაში მიიჩნევენ, რომ ევროპული სტანდარტის შეფასების მიღება ქართული სასტუმროების მიმართ ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ფედერაციაში აცხადებენ, რომ ევროპული შეფასების მისაღებად საჭიროა, რომ სასტუმროები იყვნენ „სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის“ წევრები და გარკვეული კრიტერიუმები დააკმაყოფილონ.

სასტუმროების კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა Hotelstars Union-მა შეიმუშავა. გაერთიანება 2009 წელს დაარსდა და ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორიცაა  შვედეთი, ჰოლანდია, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლიტვა , ლატვია, ბელგია, დანია, საბერძნეთი, ლიხტენშტაინი და სლოვენია.

ამ ქვეყნებში სასტუმროსთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა შეესაბამება წინასწარ განსაზღვრულ პირობებს და კონკრეტული მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში ვარსკვლავების თვითნებურ მინიჭება გამოირიცხება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Global Star-ს აღებული ჰქონდა პასუხისმგებლობა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაერეგულირებინა ვარსკვლავების მინიჭებასთან და სერვისის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული პროცედურები. ამ დრომდე შეფასების მოპოვება სასტუმროებისთვის ნებაყოფლობითი იყო.

სალომე გეგუჩაძე

საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …