ქართულ “რკოსა” და “სპილოუს” პროდუქციაზე უცხოელ დამკვეთთა მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – ქართულ კომპანიებს რკოსა და სპილოუს პროდუქციაზე უცხოელი დამკვეთებიდან მოთხოვნა იზრდება.

ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება საერთაშორისო გამოფენაზე – Playtime Paris, რომელზეც კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით წარსდგნენ.

კომპანიამ „რკო“ მიიღო შეკვეთები ისეთი ქვეყნების მაღაზიებიდან, როგორებიცაა ინგლისი, გერმანია და იტალია. ამჟამად კი, მოლაპარაკებებს აწარმოებენ იაპონიის, ჩინეთის, ბელგიის და შვეიცარიის რამდენიმე მაღაზიასთან.

როგორც კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, უცხოელი ვიზიტორები და ე.წ ბაიერები ძალიან მოხიბლა ხელით ნამუშევარმა, ნაქსოვმა ტანისამოსმა.
კომპანიამ „სპილოუ“ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია თავისი უცხო, მრავალფეროვანი და კრეატიული პროდუქციით. შეკვეთები მიიღო ლიბანიდან და ლონდონიდან, ხოლო ჩინეთის და ლატვიის მაღაზიებთან ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

აღსანიშნავია, რომ ტრენდების კურატორებმა საბავშვო მოდის 2019-2020 წლის ტრენდებისთვის, 557 კომპანიიდან აარჩიეს 30-მდე კომპანიის პროდუქცია , რომლებს შორის კომპანიის “სპილოუ” ერთ-ერთი მოდელი (დინოჟაკეტი) მოხვდა.

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …