ქართულ ეკონომიკაში უცხოური კაპიტალდაბანდება გაიზარდა

თბილისი (BPI) – ივლის-სექტემბერში ქართულ ეკონომიკაში 417.3 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, ეს 13.7%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავდროულად მაჩვენებელი ბოლო 7 კვარტლის მაქსიმუმზეა.

პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა, მასზე მოდის ინვესტიციების 18.8%, მეორე ადგილზე ნიდერლანდი – 16.4%-ით, მესამეზე თურქეთი – 10.3%-ით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2019 წლის III კვარტალში 45.7 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 96 მლნ დოლარს
მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23%-ია. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მლნ დოლარით, მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მლნ დოლარით.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …