ქართულმა ტყავის ჩანთებმა ამერიკის და ავსტრალიის კონტინენტებიც დაიპყრო

თბილისი (BPI) – „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  ქართული კომპანიები –  „გეფერინი“, „ჰუმანოიდი“ და „კოსმო“ ჰონგ-კონგში  ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე APLF -ი წარდგნენ.

მეწარმეები პოტენციურ დამკვეთებს პირისპირ შეხვდნენ. „გეფერინი“ აქსესუარების ექსკლუზიურად ჩინეთში გაყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს (www.viyajewelry.com). სამხრეთ კორეაში გაიგზავნა აქსესუარების ნიმუშები და ელოდებიან პასუხს თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ავსტრალიასა და  სინგაპურში ნიმუშები გაიგზავნა.  ქუვეითურ კომპანიასთან ს ექსკლუიზიური ხელშეკრულება მზადდება.

„კოსმოსთვის“ დებიუტი იყო. მიმდინარეობს მოლაპარაკება ესპანურ კომპანიასთან,  ვებგვერდზე  ჩანთის ფოტოების განთავსებაზე. ამერიკული, ჩინური და შვედური კომპნიებისც არიან დაინტერესებულნი.

ჰონგ-კონგის კომპანია კოლექციის 2 მოდელით დაინტერესდა, რომლებიც გამოფენის რჩეულთა შორის მოხვდა.

„ჰუმანოიდი“ ამერიკულ, იაპონურ, გერმანულ და ქუვეითურ კომპანიებთან დებს შეთანხმებებს.  ის  ფრანქფურტის, ამერიკის, მილანის საერთაშორისო გამოფენებზე მიიწვიეს.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …