ქართულმა კომპანია Heathy Water Inc არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბაზარზე შევიდა

ქართული კომპანიის წარმატება არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარზე. არაბეთის გაერთიანებული საამიროებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართულმა კომპანია „Heathy Water Inc.“-მა დაიწყო თავისი პროდუქციის, კერძოდ არაგაზირებული, ნატურალური, მინერალური წყლის გაყიდვები საამიროების კომპანია „Union Coop Dubai“-ის სავაჭრო ქსელში.

„Union Coop Dubai“ დაარსდა საამიროების სახელმწიფოს მიერ 1982 წელს. ფლობს 23 ჰიპერმარკეტსა და 3 ე.წ. „მოლს“. დღეისათვის, ქართული კომპანიის პროდუქცია 0,33ლ., 0.5ლ. და 1.0ლ. ბოთლებში უკვე წარმოდგენილია „Union Coop Dubai“-ის ჰიპერმარკეტებში. ხაზგასასმელია, რომ იგეგმება „Heathy Water Inc.“-ის მიერ წარმოებული სხვა პროდუქციის ექსპორტიც საამიროების ბაზარზე.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის …