ქართულმა თაფლმა კანადაში მოწონება დაიმსახურა

თბილისი (BPI) – კანადაში ქართული თაფლის ბენეფისი წარმატებული გამოდგა.

ქართული თაფლი კანადაში უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე Apimondia 2019 პირველად წარსდგა. მოწონება მან როგორც დარგის სპეციალისტებში ასევე გამოფენის სტუმრებში დაიმსახურა.

გამოფენას 80-მდე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები და ვიზიტორები ესწრებოდნენ.

კანადაში გამართული 46-ე გამოფენის ძირითად თემად მეფუტკრეობის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში განისაზღვრა.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …