ქართული ჰოსპიტალური ჯგუფი GPI-სგან ნაყიდ 17 კლინიკას მობილური მართვის სისტემაზე გადაიყვანს

თბილისი (BPI) –  “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“    სამედიცინო აქტივების  გაფართოებას იწყებს.  ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ  „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შვილობილი  „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელი (17 კლინიკა)  შეიძინა  და  100 % წილის  მფლობელი გახდა.

დღეს  ქართული  ჯანდაცვის  სისტემის რეფორმების ფონზე   მზად ვართ    ჩვენი ბიზნეს გამოცდილება  სწორედ     საქართველოში არსებული ერთ- ერთი  უმსხვილესი  და     საუკეთესო გუნდის მქონე  კლინიკების ქსელის განვითარებას  მოვახმაროთ და ისე წარვსდგეთ ახალი  გამოწვევების, მომხარებელთა  მაღალი  მოთხოვნების წინაშე.

გადამწყვეტი იყო  „ჯეო ჰოსპიტალსის“     ექიმთა გუნდი, გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ეს არის  ბირთვი რომელიც წარმოდგენილია   რეგიონებში არსებულ   კლინიკებში,  გამოირჩევა მაღალი კონკურენტუნარიანობით, შესაბამისად,   ახალი მენეჯმენტი, პირველ რიგში სწორედ   გუნდთან  ერთად კონსულტაციების და ინტერსიური შეხვედრების რეჟიმში, განიხილავს სამომავლო სამოქმედო სტრატეგიას. ასევე, ჩვენი მიზანია  მედ პერსონალის   პროფესიული დონის ამაღლება და სხვადასხვა ახალი მაღალკვალიფიციური  სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის გაჩენა რეგიონებში.  

ახალი მენეჯმენტის სამომავლო გეგმებში  გათვალისწინებულია  სამედიცინო-საგანმანათლებლო  ცენტრის შექმნა, რომ უფრო მობილური  იყოს     სამედიცინო სიახლეების  მიღება და შემდეგ „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონებში განთავსებული კლინიკების მედპერსონალისათვის  მიწოდება .

სტრატეგიული  განვითარების  გეგმაში   გათვალისწინებულია   „ჯეო ჰოსპიტალსის‘’ ინფრასტუქტურის   განახლება, გადაირაღება.  რაშიც    „ქართული  ჰოსპიტალების  ჯგუფი“ მოცულობითი ინვესტიციების  განხორციელებას გეგმავს.  ახალი მენეჯმენტი და  ძველი  გუნდი შეძლებენ რეგიონში  მაღალი სტანტარტების   დამკვიდრებას და  მაქსიმალურად ორიენტირებული  იქნებიან პაციენტებს ადგილზევე  გაუწიონ მაღალი  ხარისხის   მომსახურეობა.  

 “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის“  სამეთვალყურეო საბჭოს ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიის Global Benefits Georgia გენერალური დირექტორის პოზიციიდან  სამეთვალყურეო საბჭოში,  თავჯდომარის მოადგილის სტატუსით გადაინაცვლებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …