ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაშია წარდგენილი

თბილისი (GBC) – ქართული ხორბლის კულტურა (ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში) სახელმწიფომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა.

ქართული ხორბლის, როგორც გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტის, საერთაშორისო აღიარება მის გადასარჩენად ქვეყნის შიგნით სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციების, დარგობრივი ექსპერტების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მეხორბლე ფერმერების, მეხორბლე ოჯახების ჰარმონიზებულ საქმიანობას უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი “საჩხერის წყალკანალის” აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შპს “საჩხერის წყალკანალის” აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის …