ქართული ციტრუსი ბაზრის დივერსიფიცირებას ცდილობს

თბილისი (BPI) – ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის.

20 ნოემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 1,658 ტონა შეადგინა.

ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:

  • რუსეთი (905.7 ტ)
  • სომხეთი (467.7 ტ)
  • უკრაინა (221.9 ტ)
  • ლატვია (40.6 ტ)
  • აზერბაიჯანი (22.0 ტ)

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი უკვე გახსნა.

„მანდარინის მოსავლის დაბინავებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. წელს მაღალი ხარისხის მოსავალს ველოდებით. შესაბამისად, ფერმერები პროდუქციის რეალიზაციას მაღალ ფასში შეძლებენ და ვფიქრობთ, ფერმერებისთვის წარმატებული წელი იქნება. რაც შეხება საექსპორტო ბაზრებს, ტრადიციული ბაზრებია რუსეთი და უკრაინა. გაჩნდა ინტერესი ბელორუსის მხრიდან. იმედი მაქვს, დალაგდება ლოგისტიკური საკითხები და ქართული მანდარინი ბელარუსის ბაზარზეც დაიკავებს თავის ადგილს. ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანია. შეფუთვა, სწორად მიწოდება – ამ მოთხოვნებს უკვე ვაკმაყოფილებთ. დღეს ქართული მანდარინი თანამედროვე, დადგენილი სტანდარტით არის ბაზაზე წარმოდგენილი. შარშან გვქონდა საცდელი პარტიების წარმატებული ექსპორტი პოლონეთში, სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ექსპორტის ეს მიმართულებები ვერ ჩაანაცვლებს არსებულ ბაზრებს, თუმცა, სამომავლოდ იქნება მზარდი და დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …