ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია საკუთარ ასორტიმენტში ჩირს ამატებს

იმერეთის მაღალმთიანი რეგიონი და კონკრეტულად სოფელი ტყიბული ის ადგილია სადაც ბუნება ხელს უწყობს მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული ჩაის „ბუეთის“ წარმოებას. მოსავლის აღების დროს ჩაის ფოთლების და ჭიოტას ხელით კრეფა, შემდეგ მათი გაშრობა და გრეხვა ხდება, რის შედეგადაც მიიღება განსაკუთრებით მდიდარი გემოს მქონე, არომატული და გემრიელი ჩაი.

2019 წელს ჩამოყალიბებულმა კომპანია ოკრიბამ 50-ზე მეტი ჰექტარის ფართობზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კომპანიამ უკვე 14 ტონა ჩაის მოსავლის აღება შეძლო. ორ წელიწადში კომპანიამ ასევე ჩაისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა და იგი სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა.

”ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ჩვენ მთელი წლის (და არა მხოლოდ 6 თვის) მანძილზე მუშაობა შევძელით,“ – აცხადებს „ოკრიბას“ თანადამფუძნებელი ვლადიმერ ძნელაძე, „ადგილზე საჭირო აღჭურვილობის განთავსების შედეგად ჩვენ სერტიფიცირებულ ჩაისთან ერთად ჩირის წარმოებაც დავიწყეთ.“
კომპანიამ დონორთა მხარდაჭერით ოზონის გენერატორის მქონე ბარბოტაჟული ტიპის სარეცხი მანქანა, ხილის საჭრელი და შემფუთავი დანადგრაი და სხვა აღჭურვილობა შეიძინა. ამის შედეგად, კომპანიამ წარმოება ორგანული ჩირების მეშვეობით გააფართოვა, მათ შორის ხდება ვაშლის, ქლიავის, მსხლის და დასავლეთ საქართველოში მოყვანილი სხვა გემრიელი ხილის ჩირების წარმოება.

„ოკრიბას“ დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნით ადგილობრივი საწარმოები საქართველოს მთიან რეგიონებში არსებული სოფლებიდან მიგრაციას ამცირებენ. მათ პლანტაციაში სეზონურად 100-ზე მეტი ადამიანი საქმდება, ისინი წელიწადში დაახლოებით 6 ტონა ჩაის კრეფენ. საწარმოს ძირითადი სამუშაო ბირთვი 10 ადამიანისგან შედგება. უფრო მეტი წარმოებისა და გაზრდილი მოთხოვნის შედეგად მოსალოდნელია რომ მომავალში დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

„ბუეთი“ ქართულ ბაზარზე უკვე საკმაოდ ცნობილი პროდუქტია, მას მომხმარებელს სხვადასხვა ფორმით სთავაზობენ: დასაყენებელი ჩაისა და ჩაის პაკეტებით დაწყებული და ბიოდეგრადირებადი მასალებისგან დამზადებულ პირამიდის ფორმის ჩაის პაკეტებით დამთავრებული. საწარმომ ასევე კონტრაქტი დადო გერმანულ კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც ქართული სერტიფიცირებული ჩაის გატანა ფრანგულ და ნიდერლანდურ ბაზრებზე უნდა მოხდეს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …