ქართული ღვინის მარანი CNN-ზე: საქართველოში ღვინოების მრავალფეროვნება გაიზრდება

თბილისი (BPI) – CNN-ის  მომზადებულ ფილმში ქართველი მეღვინის თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარანიც მოხვდა. თორნიკე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში თბილისიდან საცხოვრებლად 2016 წელს გადავიდა. იმავე წელს, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის მხარდაჭერით, ღვინის მარანი ააშენა და პირველი მოსავალი დაწურა.

ექსპორტს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის იაპონია, აშშ, საფრანგეთი და ა.შ. განვითარებული აქვს ღვინის ტურიზმის მიმართულება. მარკეტინგის და ღვინის ტურიზმის განვითრებაში წელს უკვე მეუღლე, ლიკუნა სეფაშვილიც არის ჩართული.

„ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ მცირე და საშუალო მარნების რაოდენობა იზრდება. კარგია თუ მევენახეები იფიქრებენ, რომ საკუთარი ყურძნისგან თავად აწარმოონ ღვინო, ამით ყურძენსაც ფასი დაედება და ღვინოების მრავალფეროვნებაც გაიზრდება საქართველოში,“ – ამბობს მარანი ჩუბინის დამფუძნებელი თორნიკე ჩუბინიძე.

საქართველოში სტუმრად მყოფი ლონდონელი სტუმარიც აღფრთოვანებულია თორნიკეს ღვინოებით: “გვიხარია, რომ ჩამოვედით, ძალიან ვისიამოვნეთ დეგუსტაციით, განსაკუთრებით მოგვეწონა წითელი, რომელიც არაფრით ჩამოივარდებოდა იმ ღვინოებს, რომლებიც ევროპაში დავაგემოვნეთ. ვნახეთ ის განსხვავებები, რაც ღვინის დამზადების ტექნოლოგიებშია და მოხარულები ვართ, რომ გავეცანით ღვინის წარმოების ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიას. ჩვენ წავიღებთ რამოდენიმე ბოთლს ბრიტანეთში და გაგაგრცელებთ ინფორმაციას ამ გზით” – აცხადებს ჯეიმს ბალდი.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …