ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის Samsung-ის ინოვაციების ცენტრის კარი ღიაა

თბილისი (BPI) – აშშ-ში, Samsung-ის ინოვაციების ცენტრთან საქართველოს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებს ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა აქვთ.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თქმით, Samsung-ის აშშ-ის ინოვაციების ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და ამ პროცესში ქართული სტარტაპების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ინოვაციების განვითარებისთვის.

Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს მინისტრმა კორეაში ვიზიტისას მიაღწია. კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრისას გიორგი ქობულიამ საქართველოში არსებულ ინოვაციურ ეკოსისტემაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ტექნოლოგიური პარკებისა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა Samsung-ის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში. კორეული კორპორაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში ტექნოლოგიური პროცესებით, აგრეთვე ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამებით. Samsung-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა განიხილოს წინადადებები საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით. 

Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრა   სეულთან ახლოს, ქალაქ სუვონში Samsung-ის ციფრულ  ქალაქში გაიმართა.  გიორგი ქობულიამ ციფრულ ქალაქში მდებარე “სამსუნგის” ინოვაციური მუზეუმი დაათვალიერა.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …