ქართული ბრენდის ექსპორტი გაორმაგდა

თბილისი (BPI) – საექსპორტო ბაზრებზე ქართული ბრენდის ექსპორტი გაორმაგდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს 9 ქვეყანაში 2019 წლის იანვარში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 109%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება ქართულ ჭაჭას იანვარში მისი ექსპორტი იანვარში მხოლოდ 2%-ით არის გაზრდილი და 4,4 ათასი ბოთლს (0,5 ლ) აღწევს. ჭაჭა მსოფლიოს 5  ქვეყანაში ექსპორტირებული. 

მთლიანობაში – ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 23 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვართან შედარებით 23%-ს აღწევს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …