ქართველი სტარტაპების გადამზადებისთვის MASHAV-ის ცენტრში კვოტა გამოიყოფა

თბილისი (BPI) – მთავრობის განხორციელებულ ქმედებებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ისრაელის ელჩი პოზიტიურად აფასებს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და რან გიდორმა  თანამშრომლობის გაღრმავების დეტალებზე ისაუბრეს.

რან გიდორმა აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ჩართულობა გაიზრდება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემაში, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას, გამოცდილების გაზიარებასა და ისრაელიდან მაღალკვალიფიციური ექსპერტების სისტემატიურად ჩამოყვანას.

ასევე, ისრაელის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამოიყოფა სპეციალური კვოტა სააგენტოს მხრიდან შერჩეული სტარტაპების გადამზადებისთვის MASHAV-ის ცენტრში თელავივში, სადაც სტარტაპებს საშუალება ექნებათ ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით გაიარონ სამკვირიანი ტრენინგები.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …