ქარვისფერი ქართული ღვინო OIV-ის წევრი ხდება

თბილისი (BPI) – ქარვისფერი ღვინო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევა.

„ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის“ სპეციალურ ჩამონათვალში შეტანის საკითხი განხილვის საბოლოო ეტაპზე გადავიდა. 

ორგანიზაციამ ქართული მხარის წინადადება, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო სახელწოდებით „ქარვისფერი ღვინო“, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანასთან დაკავშირებით, დაჩქარებული წესით განხილვაში 2017 წელს მიიღო.

OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში არის სულ 7 ღვინო –  შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული (ხერესის ტიპი).

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული „ქარვისფერი ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …