ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება

თბილისი (BPI) – ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

მთავრობის დამტკიცებული რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ბიზნესოპერატორმა უნდა დააკმაყოფილოს, უფლებამოსილებებს კი განახორციელებს ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური.
რეგლამენტით, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გაციების მეთოდიდან გამომდინარე წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი. ეტიკეტზე მეურნეობის ტიპის და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შესაბამისობაშია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

დადგენილება ძალაში ეტაპობრივად შევა. ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2020 წლის პირველი თებერვლიდან, ნაწილი – 2024 წლიდან.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …