“ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის საქართველო სამოთხეა”-ნორვეგიული ეკო ტურისტული ორგანიზაცია

ნორვეგიის ეკო ტურისტული კვლევითი  ორგანიზაცია  “Linking Tourism & Conservation Society”  საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.   „ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის საქართველო სამოთხეა“ ამ სათაურით “Linking Tourism & Conservation Society” საქართველოს დაცულ ტერიტორიებს აღწერს.

სტატიის ავტორებმა კრისტოფ პროკოშმა და კრისტოფ ზოკლემა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურეს.

„დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ნორვეგიიდან ჩამოსულმა ჯგუფმა საქართველოში გამოიკვლიეს თუ რამდენად მიმზიდველია ეს ქვეყანა ფრინველებზე დაკვირვების მოყვარული ტურისტებისთვის.  დასკვნები შთამბეჭდავია, საქართველოს აღმოსავლეთით, დაცულ ტერიტორიებზე ერთკვირიანი ვიზიტისას ჩვენ 157-ზე მეტი სახეობის ფრინველი ვიხილეთ, მათ შორის იყო: კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, რომლებიც საუკეთესო ბუნებრივ პირობებში იმყოფებიან. გაზაფხულზე საქართველოში ძალიან ბევრ გადამფრენ ფრინველს იხილავთ. ჩვენ შედარებით ადრე მოგვიწია საქართველოში ჩასვლა, ფრინველების მიგრაციის პიკი ჯერ არ იყო, თუმცა გადამფრენ ფრინველთა სულ მცირე  15 სახეობას დავაკვირდით.  მგალობელ ფრინველთა ნაწილი საქართველოში გვიან მოფრინდა, რადგან გაზაფხულს მოსვლა ცოტა დააგვიანდა. მიუხედავად ამისა ჩვენ 7 სახეობის ტოროლა და 4 სახეობის მეღორღია ვიხილეთ“.-აღწერენ ნორვეგიული ორგანიზაციის მკვლევრები.

„ვინც საქართველოში სამოგზაუროდ ჩადის გამორჩეული მასპინძლობით ხვდებიან. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებმა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. საქართველო გამორჩეულია კულტურული სიმდიდრით, შესანიშნავი კერძებითა და ღვინის უძველესი კულტურით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გაცნობიერებული აქვს, რომ ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ქვეყანას  ვიზიტორთათვის მრავალფეროვანი  კულტურული ფასეულობები შეუძლია შესთავაზოს.  მიუხედავად მცირე ფართობისა საქართველო ევროპაში ყველაზე საოცარი და  მრავალფეროვანი ეკოზონებით გამოირჩევა“.- ვკითხულობთ “Linking Tourism & Conservation Society”  ვებ-გვერდზე.

სტატიაში აღწერილია ვაშლოვანისა და ყაზბეგის ეროვნული პარკები. სტატიის ბოლოში კი რჩევებია მათთვის ვინც საქართველოში მოგზაურობას და ფრინველებზე დაკვირვებას გეგმავს.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …