საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და პარტნიორობით მიმდინარე პროექტის „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მიზნისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საჭიროებათა კვლევის მნიშვნელობის შესახებ. პროექტის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია რეგულირების კუთხით ინფორმირებულობის დონის, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის სპეციფიური საჭიროებების გამოკვეთისა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების, პროფესიული კვალიფიკაციის გაღრმავებისთვის ეფექტიანი მექანიზმების გამოვლენის აუცილებლობის საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევები. კვლევის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ენერგეტიკული და წყალმომარაგების საწარმოების თანამშრომლები, მარეგულირებელი კომისიის ახალი თანამშრომლები, ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები, ახალგაზრდა მეცნიერები, მედიის წარმომადგენელები, ინვესტორები, დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფები, თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და რეგულირების საკითხებით.
პროექტის – „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ ფარგლებში კვლევა განხორციელდება ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ ბათუმსა და მცხეთის მუნიციპალიტეტში. პროექტი 2022 წლის პირველი ივლისს დაიწყო და მისი ხანგრძლივობაა 4 თვე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ პირთა და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება. აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, კვლევების ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, საინფორმაციო ბაზის შექმნა და თემატური კონფერენციების მოწყობა. ცენტრში ამ დროისთვის სხვადასხვა სასწავლო კურსები მიმდინარეობს.
ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES) არაკომერციული, გერმანული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ეყრდნობა სოციალური დემოკრატიის ღირებულებებს. ფონდი დაარსდა 1925 წელს და ატარებს გერმანიის დემოკრატიულად არჩეული პირველი პრეზიდენტის, ფრიდრიხ ებერტის სახელს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის სათაო ოფისები მდებარეობს ქ. ბერლინსა და ქ. ბონში. ფონდის ფილიალები წარმოდგენილია 90-მე მეტ ქვეყანაში და საქმიანობას ახორციელებს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ქ. თბილისში მდებარე საქართველოს და სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა კოორდინაციას უწევს ფონდის საქმიანობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიზანია დემოკრატიის, მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგის, განათლებისა და კვლევის გზით.
შემთხვევითი სიახლე
ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …