„ფონდი ნატახტარის“ საერთაშორისო წარმატება

თბილისი (BPI) – “ფონდი ნატახტარი“ დაჯილდოვდა საერთაშორისო კონკურსზე უკრაინაში. კონკურსი „პარტნიორობა მდგრადობისთვის ჯილდო 2019“ გაეროს გლობალ კომპაქტი უკრაინის (UN Global Compact Ukraine) ორგანიზებით ჩატარდა.

აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო დონეზე. წელს კონკურსში 80 პროექტი იყო წარდგენილი. ღონისძიების მიზანია საუკეთესო პარტნიორული პროექტების დაჯილდოება, რომლებიც ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

შეგახსენებთ, რომ „ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში. 2011 წლიდან დღემდე ფონდი 892.593 ლარით 550-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა. ეს დახმარება მოიცავდა ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, საგნებში მომზადებას, პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მიღებას, პროფესიისთვის საჭირო იარაღების/მასალის შეძენას, სტიპენდიის დანიშვნას (ბინის ქირა, კვება, გზა) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ფონდის 320-ზე მეტი ბენეფიციარი დასაქმდა, ხოლო 280-ზე მეტმა ახალგაზრდამ პროფესიული განათლება მიიღო.

„ფონდი ნატახტარის“ თითოეული ბენეფიციარისთვის თანხა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოიყოფა. პროექტი საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით, ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ თანხების გამჭვირვალობა დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterHouse Cooper-ის მიერ.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …