ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად ADB-სთან შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზიის განვითრების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა „ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ“ შეთანხმებას.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.

 

შეთანხმებით გათვალისწინებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ, 100,190,000 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა, ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

 

ხელმოწერამდე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა არსებული გამოწვევების ფონზე ქვეყანაში შექმნილი ვითარების თაობაზე. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …