ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება

თბილისი (BPI) – ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება. აქციის ფარგლებში ფულადი საჩუქარი უკვე ასამდე მომხმარებელმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ  საშუალება გაქვთ 15 სექტემბრის ჩათვლით ყველანაირი ზედმეტი რიგისა და ლოდინის გარეშე, მარტივად განახორციელოთ გზავნილი და ყოველთვე მიიღოთ 10, 20, 30, 40, 50 ლარიანი „ქეშბექი“.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – ამ სამთვიანი აქციის დასასრულს ბანკი 36 სერვის ცენტრიდან გამოავლენს 36 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს  და საჩუქრად 100 ლარის ოდენობის დეპოზიტს გადასცემს, ხოლო სპეციალური პრიზი – 200 ლარიანი დეპოზიტი კი გადაეცემა ყველაზე აქტიურ 10 მომხმარებელს ვინც აქციის პერიოდში ყველაზე მეტი რაოდენობის საერთაშორისო ფულადი გზავნილი განახორციელა.

ისარგებლეთ ფინკა ბანკის ფულადი გზავნილებით, იაქტიურეთ და მიიღეთ პრიზები.

ფინკა ბანკი – მეტი სარგებელი თქვენი მიზნებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია აქციის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე www.FINCA.geან დაგვირეკეთ *4949

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.